რატი იონათამიშვილი – პრემიერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ პატრიოტი და სახელმწიფოზე მზრუნველია

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინეს.
“ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ არის ქვეყნის პატრიოტი და სახელმწიფოზე მზრუნველი.
სამართლიანობა არის ის, რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ძვირფასია და ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვეგუებით. მოლოდინი გვაქვს, რომ სტატუსთან მიმართებაში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი გაზრდილია და ამაზე მიანიშნებს ის ისტერიული მოვლენები, რაც ახლა რადიკალურ ოპოზიციაში ხდება. მათი მიზანია, ქვეყანაში რუსული ნარატივი განავითარონ, რომ სტატუსი ხალხს ეკუთვნის და არა მთავრობას. პოლარიზაციის შემცირების გზა სტატუსზე გადის, რადგან, სამწუხაროდ, პერსპექტივამ კიდევ უფრო გაამძაფრა პოლარიზაციის პროცესი. გადაწყვეტილების მიღების თარიღი რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ცდილობენ, პოლარიზაცია გაზარდონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
თაგები:
რატი იონათამიშვილი




