
ავტორი
Front News საქართველო
რაც უფრო ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების თარიღი ბრიუსელიდან, მით უფრო სასოწარკვეთილებას არის მიცემული ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი და დავალება ჰქონდა, რომ ხელი შეეშალა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.
“მათ ჰქონდათ ერთადერთი მიზანი და დავალება, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამისთვის უნდა შეეშალათ ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველანაირი დესტრუქციული დღის წესრიგი მხოლოდ საკუთარ რიგებში გადაიტანეს, რაც მისასალმებელია. ცხადია, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს ის პროგრესი, რომელიც დამსახურებულად მიგვიყვანს ახალ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს