
ავტორი
Front News საქართველო
“დადებითად მინდა შევაფასო საქართველოს პროკურატურის და პროკურორის როლი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში და გამოძიებაში,’’ – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენას.
როგორც იონათამიშვილი აცხადებს, საინტერესოა, სად მივა გამოძიების კვალი, თუ ეს იქნება კეზერაშვილი, რასაკვირველია, არავის გაუკვირდება.
“დადებითად მინდა შევაფასო საქართველოს პროკურატურის და პროკურორის როლი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში და გამოძიებაში, რაც ასევე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან იქნა აღნიშნული. ახლა საინტერესო არის სად მივა კვალი, როგორც ჩანს იკვეთება კეზერაშვილის და მისი გარემოცვის ბრალეულობა. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ რასაკვირველია, არ გაგვიკვირდება, ვინაიდან ვიცით, რომ ეს ადამიანი, როდესაც ხელისუფლებაში იყო ძარცვავდა ქართულ ჯარს და ახლა კი, როდესაც ემიგრაციაშია ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვით არის დაკავებული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს