
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს – „ნაციონალური მოძრაობით”. იმ პარტიასთან ერთად, რომლის მიზანი სინამდვილეში არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ თემის სპეკულაციური გზით გამოყენებაა, მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ უკრაინის საკითხზე არც პარლამენტის რეზოლუციას დაუჭირა მხარი და არც ევრონესტის ბიუროს მიერ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
“რუსეთმა ერთი საუკუნის წინ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. დღეს ის უკრაინის ოკუპაციას ახდენს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის ოკუპაციაც კი თავისუფალი სამყაროს ოკუპაციას ნიშნავს. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის უნდა აიძულოს დაიხიოს უკან და უკრაინის ოკუპაციაზე თქვას უარი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს