
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს.
“სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო.
ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს“, – წერს იონათამიშვილი.
13 აგვისტოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს