
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრები ფალსიფიკაცია და სპეკულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, ჩვენს ქვეყანაში რაიმენაირად არ მოხდეს კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციები იმდენად მასშტაბურია ამ ადამიანების მხრიდან წარმოებული, რომ ამას ომში მყოფი პრეზიდენტიც ეხმაურება. ჩვენ გვახსოვს და ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს არასათანადო მოპყრობაც, წამებაც და ტერორიც, რასაც სააკაშვილის რეჟიმის და პირადად მისი მხრიდან ჰქონდა ადგილი ათასობით ოჯახის, ათი ათასობით მოქალაქის მიმართ.
რაც შეეხება ამ ყველაფერზე საუბარს, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრმა „ემპათიამ“ გაასაჯაროოს ის სამედიცინო დასკვნა, რომელიც რამდენიმე ათას გვერდზე გაწერეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება აქაც თვალნათლივ დაინახავს, რომ საუბრები მის ჯანმრთელობაზე ფალსიფიკაცია, სპეკულაციაა და მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, რაიმენაირად არ მოხდეს კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპს ეს აყენებს შეურაცხყოფას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს