Logo

რატი იონათამიშვილი – საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ არის მასშტაბური დამნაშავე

პოლიტიკა
904
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის მარკ ფეიგინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა.

 

იონათამიშვილის თქმით, საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ ის არის მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.

 

“ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა სააკაშვილზე საუბარია, როგორც გლობალურ ერთობაზე. საერთაშორისო დონეზე ეს ადამიანი რაიმეთი თუ არის გამორჩეული, ის არის მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩინდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები