
ავტორი
Front News საქართველო
პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კომიტეტის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ტყუილის კადრება “მინიმუმ ძალიან უხერხულია”.
“მიუხედავად იმისა, რომ პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და ამავდროლუად, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, არასდროს მიკადრია, რომ კომიტეტის პოლიტიზება მეცადა, ან პირადი პიარისთვის გამომეყენა კომიტეტის წარმატება, რადგან საკუთარ იმიჯზე მეტად ვუფრთხილდები პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის იმიჯსა და რეპუტაციას.
კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება!
გასაგებია, რომ უკვე ისე უჭირთ, ასეთი სიცრუით და ტყუილებით ცდილობენ ყალბი აღქმების შექმნას, მაგრამ მინიმუმ ძალიან უხერხულია ასეთი ტყუილის კადრება, რეალურად კი ეს არის დანაშაული! ამიტომ აუცილებლად მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა!”, – წერს იონათამიშვილი.
განცხადება გაავრცელა კომიტეტმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს