
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ვენეციის კომისიისგან ისეთი რეკომენდაციები მივიღეთ, სადაც ფაქტობრივად სამართლებრივი ანალიზი არ ჩატარებულა და დასკვნაში პოლიტიკური კონტექსტებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ისეთი შინაარსისაა, რომელიც უკვე წარსულია და მასზე დაყრდნობა არ უზრუნველყოფს პროგრესსა და განვითარებას.
“უპრიანია, რომ არგუმენტები სამართლებრივ პრინციპებს ეფუძნებოდეს და არ იყოს სუბიექტურობის იმ ხარისხით, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკურ კონტექსტში შედის და დაცლილია სამართლებრივი დისკუსიისგან. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ვენეციის კომისიისგან ისეთი რეკომენდაციები მივიღეთ, სადაც ფაქტობრივად სამართლებრივი ანალიზი არ ჩატარებულა და არის დასკვნაში პოლიტიკური კონტექსტები. თან ისეთი შინაარსისაა, რომელიც უკვე წარსულია და მასზე დაყრდნობა არ უზრუნველყოფს პროგრესს, განვითარებას და ხვალინდელი დღისკენ ხედვას. ცხადია, ამ საკითხებზე საუბარი გვექნება. საზოგადოება ხედავს, რომ მსგავსი მიდგომები საერთო ინტერესებს აზარალებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს