რატი იონათამიშვილი – შემაშფოთებელია, რომ სააკაშვილი არც გამოხმაურებულა შიმშილობის ამ პროტესტს

ავტორი
Front News საქართველო
პროტესტის ამ ფორმას არ აქვს არანაირი არც აზრი, არც გამართლება და ცხადია, ვერც შედეგი ვერ იქნება შესაბამისი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ანა წითლიძის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, “შემაშფოთებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი პროტესტს არ გამოხმაურებია”.
“ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი, ცხადია შიმშილობის ფაქტის შემდეგ არის ის, რომ თუნდაც სააკაშვილი არ გამოხმაურებულა, არათუ არ უთქვამს მისთვის, რომ არ ეშიმშილა, არამედ არც გამოხმაურებულა შიმშილობის ამ პროტესტს, რაც ჩემი აზრით, მეტყველებს ზუსტად მის დამოკიდებულებაზე საკუთარი თანაგუნდელების მიმართ.
ცხადია, ჩვენ ყველას გვაქვს იმის უფლება, რომ გამოვხატოთ პროტესტი ისე, როგორც გვინდა, მაგრამ ეს პროტესტი არ უნდა იყოს ისეთი, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მოვუწოდებდი ქალბატონ წითლიძეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან პროტესტის ამ ფორმას არ აქვს არანაირი არც აზრი, არც გამართლება და ცხადია, ვერც შედეგი ვერ იქნება შესაბამისი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი




