რატი იონათამიშვილი – თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მისი თქმით, ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზა თავად უნდა ჩაატარონ.
“გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება, გადაწყდეს ყველაფერი – თავადვე ჩაატარონ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინოს:
1. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი; 2. ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი ან არის თუ არა მასში უწყვეტი ფრაზები; 3. არის თუ არა ფრაზებს შორის წყვეტა (რაც აზრის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა) ან გადაადგილებულია თუ არა სიტყვები ამ ფრაზებში. აი, ეს მარტივი კითხვები ყველაფერს ბოლომდე ნათელს მოჰფენს.
ფაქტია, რომ სხვა მოსაუბრის თუ მოსაუბრეების ხმა ჩანაწერიდან ამოჭრილია. ამიტომ მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა – არის თუ არა ჩანაწერი მონტაჟი, ეჭვშეუტანლად პოზიტიურ პასუხს მიიღებს და საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს. ამიტომ, იმ ელემენტალურ კითხვებზე პასუხი, რაც მე ჩამოვთვალე, ბოლომდე დაადგენს სიმართლეს ასპროცენტიანი სიზუსტით.
ვნახოთ, გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას, თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად “ნაცებმა“, უფრო კონკრეტულად კი, სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი. თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე“, – წერს რატი იონათამიშვილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი – თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე არ მოქმედებს, მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააგრძელონ იგივე

რატი იონათამიშვილი – პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს “ნაციონალურ მოძრაობაში”, ამის მაგალითია, ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც ის პარტიის სხვა წევრებმა გამოაბუნძულეს შეხვედრიდან

“ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება?”