“რატომ გაინტერესებთ ასეთი კითხვების დასმა, არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, არ ვთქვი მე გუშინ? რა მაქვს დასატოვებელი”


ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს განცხადებით, მარტვილის დატოვებას არ აპირებს, რადგან დასატოვებელი არაფერი აქვს.
მისი თქმით, გუშინ მარტვილის ეპარქიაში "შეთქმულება" მოაწყვეს.
"რატომ გაინტერესებთ ასეთი კითხვების დასმა ვერ გავიგე. აპირებ თუ არა დატოვებას – არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, არ ვთქვი მე გუშინ? რა მაქვს დასატოვებელი, კაცო. რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, შეკრიბეს ხალხი, შეთქმულება მოაწყვეს. მე მოვიწვიე სამღვდელოების კრება და არავითარი, პერსა, ტელევიზია ან ხალხი არ იყო იქ მოსაყვანი", – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მისი განცხადებით, ეს ადამიანები ეკლესიის მოწინააღმდეგები არიან და არა პირადად მისი.
"მრევლიც არ იყვნენ ისინი, როგორც მე გავიგე ქუთაისიდან მოსული "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ. ერთ-ერთი ძველი ამ პარტიული აქტივის წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა ამ მიტინგს, რომელიც იქ მოაწყვეს. თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რამე უნდა გადაწყდეს", – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.
8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ
თაგები:
