Logo

“რატომ სურს ბატონ ნიკანორ მელიას რაღაც დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია”

საზოგადოება
720
Frontnews image description

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარისთვის მიხეილ სარჯველაძისთვის გაუგებარია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების "გაჯიუტება" გირაოს გადახდასა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიასთან დაკავშირებით. 

"ე.ი გირაოს თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს. თავისუფლება სურს თითქოს ხომ ბატონ ნიკა მელიას? შეთანხმებულია ეს ამბავი არაერთი დოკუმენტით, არაერთი პოზიციით მოვისმინეთ, რომ ამ შემთხვევაში დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ვინ მართალია და ვინ – მტყუანი, ეს უნდა გამოირიცხოს. ყველა ვრჩებით ჩვენს მოსაზრებაზე, მაგრამ რატომ სურს ბატონ ნიკანორ მელიას, ან მის თანამოზარეებს, რომ ამ შემთხვევაში, რაღაც დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია", – აცხადებს სარჯველაძე.

თაგები:

Advertisement