Logo

“რაც არ უნდა ბერიას და ფელიქსას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის მიღმა”

საზოგადოება
1261
Frontnews image description

კულტურის სფეროში არ არსებობს სისტემა, ამიტომ ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ანიტა რაჭველიშვილს მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ მათ ხელს ვერ შევუწყობთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისი სურვილია მოისმინოს ყველა განსხვავებული აზრი და დაინტერესდეს, რა დგას ამ აზრის უკან.

„რაც არ უნდა მეძახდნენ ბერიას და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა, ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუ არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად მრავლად მოვისმინე პატივცემული გიორგი სავანელისგან და არა ერთი მისი აზრი მე ჩემს პრიორიტეტებში მაქვს, შესაბამისად, მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ვყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების, ამიტომ რაც არ უნდა ვიღაცას ეს არ მოსწონდეს რომ ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები რა ტიპის განსხვავებული აზრია – ეს არის უბრალოდ ჩემი „ქართული ოცნების“ კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომლიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას, მათთვის ჩემი კარი ღიაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თაგები:

Advertisement