“რაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში”


ავტორი
Front News საქართველო
მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ზოგადი პოზიციაა, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გახდება ცნობილი, აღნიშნულ საკითხზე გაიმართება თუ არა თავისუფალი კენჭისყრა.
„რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, ამაზე გუშინაც იყო კომიტეტში მსჯელობა, დღესაც იქნება და ალბათ ყველა არგუმენტი შეჯერდება. ჩემი განწყობაც ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს. რაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. მაქვს მოლოდინი, რომ მაქსიმალურად თავისუფალი კენჭისყრა შედგება“, – განაცხადა სერგეენკომ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს