“რაც გაქაჩეს ესაა – ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა, ბოიკოტი კი გრძელდება”

ავტორი
Front News საქართველო
ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა გირჩმა აწ უკვე ქლიავების პარტიამ ოცნებას მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის – სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა წერს.
"მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, ქოცები დააპანიკა, ახალ ქოცებსაც უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია ქოცისტანი და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა – ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა. ბოიკოტი კი გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას განთავისუფლება. ბოიკოტი მუშაობს – გარეთაა დანარჩენი პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ – კრემლმა უკან დაიხია. ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ“, – წერს გიგი უგულავა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა