Logo

“რაც მალე დასრულდება ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის და “ქართული ოცნებისთვის”

საზოგადოება
1098
Frontnews image description

ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლების მექანიზმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც მალე გათავისუფლდება მელია უკანონო პატიმრობიდან, მით უკეთესი.

"შეიძლება პროკურატურის მეშვეობით მოითხოვონ პატიმრობის გაუქმება აღკვეთი ღონისძიების სახით, ან შეიძლება, როგორც გუშინ დაანონსდა, ამნისტიის კანონი იქნას მიღებული და ამ ფორმით განიხილავდეს ხელისუფლება ნიკა მელიას გათავისუფლებას. უცნობია რა იქნება, ჩვენ, ერთადერთი რაც შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ვთქვათ, არის ის, რომ რაც მალე დასრულდება ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის, საერთოდ და თავად "ქართული ოცნებისთვის", – განაცხადა საძაგლიშვილმა.

თაგები:

Advertisement