“რაც მეტს დაგვიჭერენ, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი”


ავტორი
Front News საქართველო
არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს. რაც მეტს დაგვიჭერენ, მეტს მიგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„დამოურჩულებლობა მიდის. დაუმორჩილებლობა ამ ეტაპისა დაიწყო მაშინ, როცა ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიქცევა. რა თქმა უნდა, გამწვავდება დაუმორჩილებლობის პროცესი, არ უნდა გადაიხადონ.
ჩვენ მასობრივ დარღვევაზე უნდა წავიდეთ კომენდატის საათში, რადგან კოვიდს და ინფექაციას ივანიშვილი იყენებს გამდიდრებისა და ჩვენი სახლში ჩაკეტვისთვის, რათა მის რეჟიმს საფრთხე არ დაექმუროს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს დაუმორჩილებლობაა, არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს. რაც მეტს დაგვიჭერენ რაც მეტს მოგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო ვისთან აქვა საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:


რომან გოცირიძე – რაც უფრო მეტს იყვირებენ, რომ დასავლეთი ოპოზიციას უჭერს მხარს, მით უფრო ეხმარებიან ამომრჩევლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

შალვა პაპუაშვილი – რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი

თეა წულუკიანი – როგორც ჩანს, ბატონ იან კელის “ნაციონალური მოძრაობისა” და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული თან გაჰყვა, ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს “პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას