“რაც შეეხება სამ პოლიციელს, რომელზეც აპელირებენ, უნდა გაკეთდეს ჩამკეტი მექანიზმი”


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია "ლელოს" ოფისში იკრიბება. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ლიდერები "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის წინ, კიდევ ერთ, სავარაუდოდ, ბოლო კონსულტაციებს გაივლიან ამნისტიის კანონპროტექტზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ხვალ უნდა დარეგისტირდეს.
"ლელო საქართველოსთვის" წევრის ლევან სამუშიას განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეეხოს, თუ თანხმობას დაზარალებული განაცხადებს.
"ამ ჩანაწერის სულისკვეთება არის იმაზე, რომ ამნისტია შეეხოს დაზარალებულებს, რომლებიც აპროტესტებდნენ და იდგნენ იმისათვის, რომ ქვეყანაში რუსული მმართველობა არ დამყარებულიყო. აქედან გამომდინარე, საუბარია იმ ბრალდებულებზე (სამართლებრივად ვიტყვი), რომლებსაც ბრალი უსაფუძვლოდ აქვთ წარდგენილი მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო.
რაც შეეხება სამ პოლიციელს, რომელზეც აპელირებენ, "ლელოს" ინიციატივაა ამ შემთხვევაში, რომ გაკეთდეს ჩამკეტი მექანიზმი, ეს არის აპრობირებული მეთოდი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ორი ამნისტია ასე გამოიცა, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს ამნისტია", – განაცხადა ლევან სამუშიამ.
დღის ბოლოს, სავარაუდოდ, ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა "ქართულ ოცნებასთან" გაიმართება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს