რაჟდენ კუპრაშვილი - სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები ხელმძღვანელი

ავტორი
Front News საქართველო
სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
"დიახ, ვრჩები სამსახურში. იგონებთ ისეთ რაღაცებს, რომ... ეს ახლა არაკომპეტენტურობაში ჩაგითვალოთ, თუ... დამშვიდდით, ხალხო. მადლობა თქვენი ემოციისთვის, ინტერესისთვის, როგორც ხედავთ, სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები ხელმძღვანელი", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან.
11 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თაგები:
რაჟდენ კუპრაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


