
ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება.
"ის, რაც თბილისში ხდება, რეალობის სევდიანი და სიმბოლური ანარეკლია – ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა, რუსი პროპაგანდისტი მოვიდა", – წერს პავილიონისი.
რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა, ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებული ინფორმაციით, პოზნერი თბილისს გამთენიისას დატოვებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს