Logo

რებეკა ჰარმსი – საქართველოს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა მოსაგვარებელი

პოლიტიკა
1079
Frontnews image description

ეს პრიორიტეტები, რომელიც საქართველოს დაუსახა  ევროპის საბჭომ,  ევროკომისიის რეკომენდაციით,  შესრულებადია, – ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა

 

მისი განმარტებით, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისაგან ცოტა მეტინ აქვს გასაკეთებელი და ეს დეოლიგარქიზაციაა.  

 

“მე ძალიან კარგად მესმის,  რატომ არის ქართველი ხალხი გაწბილებული, ისიც კარგად მესმის, რომ ევროპის საბჭომ,  ევროკომისიის რეკომენდაციით,  ბოლოს და ბოლოს გაუხსნა კარი უკრაინას მოლდოვას და ასევე საქართველოს.

 

საქართველოს ცოტა მეტი აქვს გასაკეთებელი და ის პრიორიტეტები, რომლებიც განისაზღვრა,  უნდა შესრულდეს დეკემბრამდე. საქართველოს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა მოსაგვარებელი, მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების და გარკვეულწილად კორუფციის კუთხით. 

 

ეს ყველაფერი არის შეთანხმებული ევროკომისიის მიერ და ასე რომ, არავისათვის უნდა იყოს მოულოდნელი. 

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პრიორიტეტები შესრულებადია. თუ ჩვენ შევხედავთ იმ პრიოროტეტებს, რომლებიც სამივე ასოცირებულ ქვეყანას, ანუ, ე.წ. ტრიოს დაუსახეს, დავინახავთ, რომ მეტნაკლებად ყველა ისინი მსგავს პრობლემებს ეხება. მოლდოვასა და უკრაინაში დეოლიგარქიზაცია ბოლო რამდენიმე ხნის განმნავლობაში მთავარი საკითხი იყო, საქართველოსთვის კი ეს ახალი თემაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი შესრულდეს”, – განაცხადა რებეკა  ჰარმსმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები