რეგიონებში ჟურნალისტების სოლიდარობის აქციები გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტების სოლიდარობის აქციები გაიმართა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ.
მედიის წარმომადგენლებს ადგილზე დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები და საპროტესტო ბანერები ჰქონდათ მიტანილი.
მათი განცხადებით, ისინი გამოძიებას მოითხოვენ, რადგან პოლიცია საზოგადოებას და მათ კოლეგებს სისასტიკით ექცევა და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.
ორი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე ათობით ჟურნალისტი დაშავდა.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს