“რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების წესები”


ავტორი
Front News საქართველო
"მინდა მხარი დავუჭირო პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, აუცილებელია, ჩვენ, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.
ბიუროს სხდომაზე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, მოსახლეობამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან მოწოდებული უსაფრთხოების წესები.
"ეს არის მთავარი პირობა იმის, რომ ჩვენ არ მივიღოთ კიდევ ეპიდემიოლოგიური ვითარების ხელახალი გაუარესება და კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე და მოვემზადოთ თანმიმდევრულად იმ გეგმისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ეკონომიკის სრულ გახსნასთან დაკავშირებით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა