
ავტორი
Front News საქართველო
აღნიშნულ მომენტში, არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშრებით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოპერაციული შტაბის უფროსმა დასვენების დღეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული სამსახურები, რომელთაც დასვენების დღეები არ შეეხებათ.
"რაც შეხება დასვენების დღეებს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული სამსახურები, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები. ეს არის სამი სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანება. ამ ბრძანებაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს ბრძანება იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს