Logo

“რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ, მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ”

უკრაინა
27.01.2019 / 17:38
Frontnews image description

თბილისი: მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველომ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს და ქვეყანა რელიგიურ ომში არ უნდა ჩაერთოს. 

 

მისივე თქმით, საქართველო რელიგიურ დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერიოს. 

 

“ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ. საქართველოს ინტერესებზე ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, დააწერინა, ჯარებიც ჰყავს, დააწერინა და მიიერთა, მერე ჩვენთან ვინც არიან, რას იტყვიან, ვინც ემხრობა იმას, მაინც წაგვართმევდაო? კარგიაო? მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და უცხოეთშიც რომ დავდივარ, საქართველოსთვის დავდივარ ხოლმე, არა მარტო  უნივერსიტეტისთვის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.  

 

თაგები:

Advertisement