რეპერი ქულიო გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
59 წლის ასაკში ამერიკელი რეპერი ქულიო გარდაიცვალა.
მუსიკოსი მეგობრის სახლში, ლოს ანჯელესში, სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ქულიოს ნამდვილი სახელი არტის ლეონ აივი ჯუნიორი იყო.
მუსიკალური კარიერა ქულიომ 1980-იან წლებში დაიწყო და ჰიპჰოპის ისტორიაში საკუთარი ადგილი 1995 წელს Gangsta’s Paradise- ის ჩაწერის შემდეგ დაიმკვიდრა და გრემიც მოიპოვა.
მან კარიერის განმავლობაში რვა სტუდიური ალბომი ჩაწერა. გახდა ამერიკული მუსიკალური დაჯილდოებისა და სამჯერ MTV Video Music Awards-ის გამარჯვებული.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს