Logo

რეფერენტული ფასების კომისიამ მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხები განიხილა

Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და სისტემის ეფექტიანობა განიხილეს.

კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს რეფერენტული ფასების სისტემის განვითარებაზე, ბაზრის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე.

ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-მდე მედიკამენტზეც დაწესდება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები და უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები