
ავტორი
Front News საქართველო
არა ნამოხვანჰესს – რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ. მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი.
აქციის ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა. ამ წუთებში მოედანზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, რომელიც რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და ნამოხვანჰესის საფრთხეებს ეხება.
რესპუბლიკური მოედნის მთელს პერიმეტრზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს