რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ქვეყანას ევროპას აშორებს.
აქციის მონაწილეებს მოგვიანებით დაგეგმილი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით მსვლელობა.
ფოტო: ქართლი.ჯი
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს