
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით “ქალთა მოძრაობის მარში“ იმართება.
რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ “ქალთა მოძრაობის“ წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “ხალხის ძალის“ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მათი თქმით, კანონპროექტის კანონად მიღება თუ მოხდება, ეს დააზიანებს და შეზღუდავს ქალთა უფლებებს, რადგან მომავალში მიზნად ისახავს დასავლური ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას.
მსვლელობის შემდეგ, პარლამენტთან „ქალთა მოძრაობის“ წევრები წაიკითხავენ მანიფესტს, სადაც მათი თქმით, გაწერილი იქნება ის ზიანი, რომელსაც მიაყენებს აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება საქართველოში ქალთა უფლებებს.
მსგავსი აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს