
ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს. საავადმყოფოს მედპერსონალი 10 დღეზე მეტია, კლინიკის შენობის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
“ბრძანების შეჩერების შესახებ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და გაგრძელდება ბოლომდე, ყველა ეტაპის გავლით. ამავდროულად გაგრძელდება საპროტესტო აქციები, სანამ არ იქნება მიღწეული ჩვენი ძირითად მოთხოვნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პროტესტი მოჰყვა.
რეორგანიზაცია საავადმყოფოს 650 თანამშრომელს შეეხება.
თაგები:
რესპუბლიკური საავადმყოფო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს