Logo

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ

საზოგადოება
521
Frontnews image description

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შესასვლელში აქციას მართავენ. 

 

ისინი კლინიკის დანგრევასა და მათი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებსა და განმარტებებს ითხოვენ.

 

მათი თქმით, კლინიკა შესაძლოა, დაიხუროს და უმუშევრები დარჩნენ.

 

“ჩვენი მოთხოვნაა გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა უწყვეტ რეჟიმში, პარალელურად გაგრძელდეს რეაბილიტაციის გეგმა. დღეს შეკრების მთავარი მიზეზი არის დატოვოს დაკავებული თანამდებობა ბატონმა ზაზა ავალიანმა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

 

რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები