
ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსები კლინიკის ეზოში არიან შეკრებილი. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გაუქმდეს კლინიკის დანგრევის განკარგულება და შეწყდეს რეორგანიზაცია.
მედიკოსები მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შემდეგ კი ექიმები გეგმავენ, რომ წერილი ევროპის საინვესტიციო ბანკშიც შეიტანონ, რათა კლინიკის დემონტაჟი შეწყდეს.
გუშინ კი ამერიკისა და ევროპის საელჩოებს მიმართეს სპეციალური განაცხადით.
მედიკოსები აცხადებენ, რომ ახლა კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს, თუმცა მასთან საუბარმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.
“ორი დღის წინ დანიშნეს ახალი დირექტორი, ბატონი დავით გურამიშვილი, რომელიც სამინისტრომ გამოაგზავნა. სამწუხაროდ, მასთან ვერანაირი დამაიმედებელი საუბარი ვერ შედგა, ვინაიდან ადამიანი აგრძელებს იმავე ნარატივს, რაც მრავალჯერ მოვისმინეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან. ასევე ჯანდაცვის მინისტრთან ჩვენ შეხვედრას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მედიკოსმა ნინო ოთარაშვილმა.
“ვინც ასრულებდა მოვალეობას, მან დატოვა თანამდებობა და დანიშნეს ახლა ეს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია აქამდე არცერთ კლინიკასთან. როგორც ვიცით, ჰოლდინგის თანამშრომელია თვითონაც. მე უფრო ამას დავალებას დავარქმევდი”, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გოგუამ.
თაგები:
რესპუბლიკური საავადმყოფო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს