Logo

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

საზოგადოება
743
Frontnews image description

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს აგრძელებენ. ისინი უკვე მე-9 დღეა, შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, კლინიკის დატოვებას არ აპირებენ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პირობებს არ თანხმდებიან.

 

როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათ მიიღეს შეტყობინება ადმინისტრაციიდან, რომლის მიხედვითაც, მათ ვადა ეწურებათ და სთხოვდნენ კონტრაქტზე ხელი დროულად მოეწერათ, თუმცა მიუღებელი პირობების გამო კონტაქტს ხელს არ აწერენ.

 
“გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვადასხვა ჯგუფების ჩათებში მოვიდა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პუნქტი არის, თუ მე მსურს ალტერნატიული სამსახურით დავსაქმდე და კლინიკამ უნდა შემომთავაზოს ეს ალტერნატიული სამსახური, ამ სამსახურის შეთავაზებას დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩამონათვალიდან კონკრეტული კლინიკა, კონკრეტული პოზიცია და მიუთითოთ სასურველი ხელფასის ოდენობა. ეს კიდევ ერთხელ არის მოტყუების და მოსყიდვის მცდელობა”, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსი ნინო ოთარაშვილი.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საერთო სარჩელით კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართეს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები