
ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ აიძულებენ იმ დოკუმენტებზე ხელის მოწერას, რომელიც მათი შეფასებით, კლინიკის ნგრევაზე თანხმობას ნიშნავს.
მათი განცხადებით, ამ საქმის უკან ჯანდაცვის სამინისტრო და ქალაქის ყველაზე დიდი კლინიკა ბიზნესინტერესებზე დგას.
მედიკოსები ზეწოლაზეც საუბრობენ.
“დაიბარეს სანიტრები და მორიგე ექთნები. იქ მიდიოდა ზეწოლა, დაჟინებული მოთხოვნა: დროულად დაწერონ განცხადებები, მერე გვიან არ იყოს, ნახეთ, რა კარგი შეთავაზებებია და ასე შემდეგ.
მათ უნდათ, რომ როგორმე მოხერხდეს და გათავისუფლდნენ ექთნები და სანიტრები და ამით გამოიწვიონ მუშაობის პარალიზება და მერე უკვე თავისთავად მიღებაც შეწყდება და სანამ რეორგანიზაცია მოხდება, კლინიკაც დაიხურება”, – აცხადებს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი მალხაზ გოგუა.
ორ კვირაზე მეტია, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – არ დაანგრიოს სახელმწიფომ რესპუბლიკურის საავადმყოფო და კლინიკაში რეორგანიზაცია შეწყდეს.
თაგები:
რესპუბლიკური საავადმყოფო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს