
ავტორი
Front News საქართველო
აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, რესტორანი, სადაც რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი იმყოფება და საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
"ჩართეს შიგნით ელექტროენერგია, გენერატორი აამუშავეს. ცენტრალური გასასვლელიდან გამოვიდა შრომის ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ 10 000 ლარი ჯარიმა გამოუწერეს და ამით ამოიწურა მათი საქმიანობა და წავიდნენ. ახლა შიგნით გრიალი გრძელდება", – განაცხადა მაქარაშვილმა.
საქართველოში მყოფმა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე "სტამბიდან" რესტორან "ვინოტელში" გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს