Logo

“რეტროს” მფლობელს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

სამართალი
929
Frontnews image description

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რესტორან “რეტროს“ მფლობელს თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

გირაოს შესატანად ათდღიანი ვადა განისაზღვრა.

 

ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება აეკრძალა.

 

“რეტროს” მფლობელი აცხადებს, რომ დამნაშავე არ არის, თუმცა “ხმამაღალი ტონისთვის” ბოდიშს იხდის.

 

ვარშანიძეს გამოძიება მუქარასა და ძალადობას ედავება. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში თანამშრომლებმა ვიდეო გაავრცელეს. 

 

რესტორანში შრომითი ინსპექციაც შევიდა, რომელმაც ობიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა და მუშაობის პროცესი შეუჩერა.

თაგები:

რეტრო
Advertisement