Logo

“რეციდივი თუ გვაქვს, ამ შემთხვევაში მკაცრდება სანქცია, ყველაზე ადვილი გამოსავალია, ხულიგნობას თავი დაანებონ”

საზოგადოება
488
Frontnews image description

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სანქციების გაზრდის კანონპროექტს "ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. 

მისი განმარტებით, კარგი იქნება, თუ გამკაცრებული კანონის პირობებში აქტივისტები "ხულიგნობას თავს დაანებენენ".

"მოვისმინე მე შეფასებები, თითქოს ეს ამ პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის და ისინი, არ ვიცი, რისთვის თვითცენზურას, რომ ისინი არ ხულიგნობდნენ?! თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში და მსუსხავ ეფექტში, ძალიან კარგი თუ ამ თვითცენზურას შექმნის და ისინი ხულიგნობას თავს დაანებებენ. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ხაზს ვუსვამ, განმეორების შემთხვევაში ხდება. ერთი წლის განმავლობაში თუ მოხდა განმეორება, ანუ რეციდივი თუ გვაქვს, თუ არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით რეციდივისტები, გასაგებად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში მკაცრდება სანქცია. ყველაზე ადვილი გამოსავალი კი აქედან არის, ხულიგნობას თავი დაანებონ. ჩვენ რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს სამოქალაქო აქტივიზმი არაა, ეს არის პოლიტიკური პარტიების – "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური აქტივი, რომელსაც გარეთ, მათ შორის კარვებში და აქციებზე, თუ პარლამენტთან ვხედავთ"-განაცხადა პაპუაშვილმა. 

სანქციების გამკაცრებაზე კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები