Reuters - აშშ-ში ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელებს შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, - ინფორმაციას გამოკითხვაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
ამავდროულად, ამერიკელების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მისი ზომები იმიგრაციის რეგულაციების გამკაცრების შესახებ "ძალიან შორს წავიდა".
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 39% მოსწონს ტრამპის საქმიანობა იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, 53%-ს არ მოსწონს.
ასევე, გამოკითხულთა დაახლოებით 58%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის აგენტები "ძალიან შორს“ წავიდნენ თავიანთი რეპრესიების დროს, 12% ასე არ მიიჩნევს, 26% კი აცხადებს, რომ აგენტების ძალისხმევა „დაახლოებით სწორი“ იყო.
Reuters-ის უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპის მოწონების საერთო რეიტინგი 12-13 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის 41%-დან 38%-მდე დაეცა, რაც მისი ამჟამინდელი ვადის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
უახლესი ონლაინ გამოკითხვის ცდომილების ზღვარი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და რომელშიც 1,139 ზრდასრული ამერიკელი მონაწილეობდა, დაახლოებით 3%-ია.
თაგები:
დონალდ ტრამპი




