Reuters – პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლი გააქტიურა, ალიანსის ელჩები 16 ნოემბერს შეიკრიბებიან


ავტორი
Front News საქართველო
Reuters-ის ინფორმაციით, ნატო-ს ქვეყნების ელჩები ვოევოდოს სოფელ პრჟევოდოვთან მომხდარი აფეთქებების შემდეგ ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, პოლონეთის მოთხოვნით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე შეიკრიბებიან.
როგორც სააგენტოს ორმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, კონსულტაციები პოლონური მხარის ინიციატივით 15 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე გაიმართება.
ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ალიანსი “სიფრთხილით იმოქმედებს“ და მას დრო სჭირდება იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდა ინციდენტი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ცალკე მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
პოლონურმა მედიამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში ჩამოვარდა, დაიღუპა ორი ადამიანი. რუსეთმა მომხდართან კავშირი უარყო.
მომხდარის შემდეგ ზოგიერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნატოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს საკონსულტაციოდ შეკრიბოს მთელი ალიანსი, თუკი მის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას რაიმე დაემუქრება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს