Reuters – სირიის პრეზიდენტი შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი თვითმფრინავი გაფრინდა უცნაური მარშრუტით და გაქრა რადარებიდან, – ამის შესახებ Reuters წერს.
ვებსაიტის Flightradar-ის მიხედვით, რომელსაც გამოცემა ციტირებს, სირიის ავიახაზების თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან დაახლოებით იმ დროს აფრინდა, როდესაც დედაქალაქი მეამბოხეებმა აიღეს.
თვითმფრინავი თავდაპირველად სირიის სანაპირო რეგიონისკენ გაფრინდა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საპირისპირო მიმართულებით მიფრინავდა, ვიდრე გაუჩინარდებოდა.
Reuters-მა ვერ დაადგინა, ვინ იმყოფებოდა ბორტზე. ამავდროულად, სირიის ორმა წყარომ განუცხადა გამოცემას, რომ “ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ასადი ავიაკატასტროფაში დაიღუპა”.
ბაშარ ალ-ასადმა დამასკოს დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქი აჯანყებულებმა აიღეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს