
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში და რეგიონში, რომელთანაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სურვილი და ინტერესი. ძალიან მნიშვნელოვან სამიტში, რომელშიც გლობალური ლიდერები და ბიზნესლიდერები იღებენ მონაწილეობას საქართველო იყო წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. თავისთავად იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
მისივე თქმით, საუბარი ასევე იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელიც მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ან იგეგმება ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელიც მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება. თავისთავად იყო საუბარი მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც მმართველობითი კუთხით ხორციელდება, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ძალიან მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურ დინამიკას ქმნის და ქმნის შესანიშნავ საფუძველს, რომ ამ რეგიონიდან სხვადასხვა კომპანიებმა თავიანთი ინვესტიცია განახორციელონ, რაც თავისთავად ჩვენი ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
თაგები:
რევაზ ჯაველიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს