რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე საზეიმოდ ფიცი დადეს. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დღესვე ფიცი დადეს ასევე, ბათუმში მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა.
ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეზერვისტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიებას მოქმედი რეზერვისტებიც დაესწრნენ და სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.
ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.
თაგები:
ფიცი დადება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს