Logo

“რეჟიმის შეცვლისთანავე, ნამახვანჰესის ავტორები და ინიციატორები სასტიკად აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე”

საზოგადოება
520
Frontnews image description

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ნამოხვანჰესის ირგვლივ არსებულ ამბებს გამოეხმაურა და რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი განმარტებით, ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, ნამოხვანჰესის ავტორები კი პასუხს აგებენ სამართლისა და ერის წინაშე.

"სოლიდარობა გვინდა გამოვუცხადოთ რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ სახალხო ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა აღფრთოვანებული ვართ უკლებლივ და რა თქმა უნდა, "ლეიბორისტული პარტიის" აქტივი იმერეთისა და არა მარტო, იქ დგას, ხალხთან ერთად. ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს. რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში საერთოდ და სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო ნამახვანჰესის ავტორები და ინიციატორები, ჩადენილი ქმედებებისათვის სასტიკად აგებენ პასუხს, სამართლისა და ერის წინაშე.

ჩვენ შეგვაქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მთავარი, ძირითადი კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად. ვითხოვთ ყველა კონტრაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ კომპანიასთან და რომელიც პრაქტიკულად არის ადამიანის უფლების ხელყოფა, რათა იცხოვროს მან ეკოლოგიურად ჯანსაღ, ჯანმრთელ გარემოში და მიიღოს მონაწილეობა გარემოს დაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში. ყველა ეს პუნქტი კონსტიტუციისა, აღნიშნული კონტრაქტის შედგენის დროს იქნა დარღვეული"-განაცხადა ნათელაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ნამოხვანჰესი, ისევე როგორც სხვა ჰესები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს საკუთრება და შემოსავლის წყაროა, რასაც მისივე მტკიცებით, "ენკას" დირექტორად მერაბ ლომინაძის დანიშვნაც ადასტურებს. 

"აქვე მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ, რომ ნამახვანჰესი, ისევე როგორც სხვა ჰესები, ჭოროხზე, აჭარის წყალზე, პანკისში, ენგურზე, არაგვზე, თერგზე, არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს საკუთრება. არავითარი თურქი, ნორვეგიელი და კორეელი, არაფერ შუაში არ გახლავთ. ყველა ეს ხეობა აოხრდა იმისათვის, რომ ივანიშვილს, მის ბიზნესს, ოჯახსა და გარემოცვას, ჰქონდეს მუდმივი და სტაბილური შემოსავალი ჩვენი ხალხის გატყავებით მიღებული და ამონაგები თანხებიდან, იმ თანხებიდან, რომლის ტარიფი დენის გამომუშავებისა ჯდება 3 თეთრი და რომელიც ივანიშვილმა უკვე 10-ჯერ გაგვიძვირა, ხოლო აღნიშნული კონტრაქტებით გათვალისწინებულია კიდევ მეტი სიძვირე და ოდესმე, კაცობრიობა რომც გადავიდეს მზის ენერგიასა და კიდევ სხვა ალტერნატიულ ენერგიებზე, ქართველმა ხალხმა ივანიშვილის ოჯახს უნდა უხადოს სწორედ იმ ტარიფებით და კონტრაქტებით, რომელიც მან გააფორმა და მოაკვარახჭინა ხელისუფლებაში ყოფნითა და პოლიტიკის გამოყენებით. აბა გადახედეთ რას დაემსაგვსა ჩვენი ხეობები. ივანიშვილის ბიზნესი რომაა იქიდანაც დასტურდება, რომ მერაბ ლომინაძე საყდრისის ამფეთქებელი, ჭიათურ-მანგანუმის მძარცველი, დღეს ბიძინამ გადაიყვანა ნამახვანჰესის დირექტორად. ახლა მეტი მტკიცება ვფიქრობ, აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭიროა, რომ ეს ბიზნესი ქვეყნის დანგრევისა, გახლავთ ოლიგარქის საკუთრება და ოლიგარქის საშემოსავლო, მორიგი სარეზერვო ობიექტი, რომლის აშენებასაც, პირობას ვაძლევ, რომ ვერ მოასწრებს. ამის უფლებას არ მისცემს ხალხი, ამის უფლებას არ მისცემენ პოლიტიკური ძალები", – განაცხადა ნათელაშვილმა

რიონის ხეობაში პროტესტი 173-ე დღეა, გრძელდება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები