რეზნიკოვი – ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც გავანაწყენე, ჩვენ გვესმის, როგორია ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაკრძალვა

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ომში უკრაინის დანაკარგების თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვთან შედარებისთვის ბოდიში მოიხადა.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ბოდიშს უხდის ყველას უკრაინასა და თურქეთში, ვინც განაწყენებულია მისი კომენტარებით დანაკარგებთან დაკავშირებით.
“უკრაინელები თანაუგრძნობენ თურქ ხალხს. ჩვენ გვესმის, როგორია ათასობით უდანაშაულო ადამიანის – მეგობრებისა და მეზობლების დაკრძალვა”, – აღნიშნა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა თურქეთს უკრაინის მხარდაჭერისა და ყირიმთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციისთვის.
თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესპანურ გაზეთ La Razon-თან ინტერვიუში შეაფასა ომში უკრაინის მთლიანი დანაკარგი. მან აღნიშნა, რომ დანაკარგი თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვზე ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში მიწისძვრების სერიის შედეგად 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


