რეზნიკოვი – F-16-ები უკრაინის ცაზე შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ


ავტორი
Front News საქართველო
F-16-ებმა უკრაინის ცაზე ფრენა შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყონ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
“ვფიქრობ, მომავალ წელს, გაზაფხულზე. ვგულისხმობ – უკვე გამოყენებას, რადგან დღეს არის წვრთნების ნებართვა, არიან ქვეყნები, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნაზე და არიან კიდევ ქვეყნები, რომლებიც შეთანხმდნენ F-16-ების გადმოცემაზე ტრენინგის დასრულების და ინფრასტრუქტურის მომზადების შემდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.
ევროპის რამდენიმე ქვეყანა, საავიაციო კოალიციის ფარგლებში, შეთანხმდა, რომ უკრაინელ პილოტები F-16-ებზე გაწვრთნიან. ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებული ძალების მფრინავები არიზონაში, ეროვნული გვარდიის ბაზაზე თვითმფრინავებზე წვრთნებს დაიწყებენ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა F-16-ების გადაცემის შეთანხმების შესახებ, ნიდერლანდების, დანიისა და ნორვეგიისგან უკრაინა სულ მცირე 61 გამანადგურებელს მიიღებს.
თაგები:
F-16

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს