რეზნიკოვი – ომი მალე დასრულდება, ეს წელი გამარჯვების წელია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა არ წავა შეთანხმებებზე კრემლის რეჟიმთან და რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მან გაიხსენა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება.
“მეორეც, უკრაინელი ხალხი ამაზე არ წავა, თუ ნახავთ ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს, ყველა საუბრობს გამარჯვებაზე, ტერიტორიების განთავისუფლებაზე და არავინ მოლაპარაკებებზე…
მესამე – უკრაინის პარლამენტი გამოხატავს ხალხის აზრს, ამიტომ ჩვენს ყველა პარტნიორს უნდა ესმოდეს – ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ უკრაინის პირობებით – ანუ რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, რეპარაციებისა და ანაზღაურებების შემდგომი კოორდინაციით.
”ასე რომ, არაფერი შეიცვლება არანაირ პირობებში. პრეზიდენტის, ხალხის პოზიცია, პარტნიორების პოზიცია, ჩემი პირადი პოზიცია, ყველა ემთხვევა”, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მან უკრაინაში ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტაზე ყველაზე დიდი ომი უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა კონფლიქტი გადაიზარდა “დასავლური სამყაროს რესურსების ორკების რესურსების წინააღმდეგ ომში”.
მისივე აზრით, ომი დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან მსოფლიოს ახსოვს რუსეთის დანაშაულები უკრაინაში.
“ვფიქრობ, ეს ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ არ დაწყებულიყო, მაგრამ მე პირადად მჯერა, რომ ეს წელი გამარჯვების წელია”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს