რეზნიკოვი – რუსეთმა თავისი რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა თავისი რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
ამავდროულად, მინისტრმა მტრის მიერ მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესახებ სტატისტიკა მოიყვანა, რომლის თანახმად, რუსეთმა 1844 რაკეტა უკვე გამოიყენა და 609 დარჩა.
“რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ასობით ზუსტი დამიზნების რაკეტის გამოყენებით, აგრესორი სახელმწიფო ამცირებს საკუთარ შესაძლებლობებს სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანის მხრივ“, – აცხადებს რეზნიკოვი.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს