რეზნიკოვი – სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებადია


ავტორი
Front News საქართველო
აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება და ვითარება კვლავ მძიმეა, თუმცა უკრაინული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ კანადურ ტელეარხ CBC-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღმოსავლეთით ვითარებას “რთული, მაგრამ კონტროლირებადი” უწოდა.
ამავდროულად, მინისტრმა იმ იარაღის შესახებ ისაუბრა, რომელიც უკრაინას სჭირდება, მათ შორის გამანადგურებლები, სხვა საბრძოლო თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ამავე დროს, რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი საჭირო იყო არა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, არამედ დამპყრობლების მატარებლებისა და სამეთაურო პუნქტების განადგურებისთვის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოუთმენლად ელის საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით პარტნიორებთან მოლაპარაკებების ახალ ორ კვირას. მას პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი აქვს, როგორც ეს ადრე იყო საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და შორ მანძილზე არტილერიასთან დაკავშირებით.
“ჩემთვის ყველაფერი, რაც დღეს შეუძლებელი იყო, ხვალ შესაძლებელია“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
დონეცკის რეგიონში ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით აქტიური ბრძოლები გრძელდება. კერძოდ, ოკუპანტებმა უგლედართან შეტევები გააძლიერეს.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს